საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2019 წლის 11 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.