საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2019 წლის 8 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 055 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.080 პროცენტით, მაქსიმალური 8.360პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.189 პროცენტით განისაზღვრა.