საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 151 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.280 პროცენტით, მაქსიმალური 8.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.300 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.