საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2014 წლის 23 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 343-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 51 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.570 პროცენტით, მაქსიმალური 6.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.895 პროცენტით განისაზღვრა.