საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2014 წლის 21 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 54 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.600 პროცენტით, მაქსიმალური 6.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.771 პროცენტით განისაზღვრა.