საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

18 ივნისი, 2014

2014 წლის 18 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 72 200 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.450 პროცენტით, მაქსიმალური 6.670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  6.578 პროცენტით განისაზღვრა.

სხვა სიახლეები