საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2014 წლის 19 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 250 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.560 პროცენტით, მაქსიმალური 5.680 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.666 პროცენტით განისაზღვრა.