საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2015 წლის 21 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 69 796 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.740 პროცენტით, მაქსიმალური 5.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.797 პროცენტით განისაზღვრა.