საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2015 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 21 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.950 პროცენტით, მაქსიმალური 11.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.200 პროცენტით განისაზღვრა.