საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2015 წლის 11 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 27 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.000 პროცენტით, მაქსიმალური 11.830 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.506 პროცენტით განისაზღვრა.