საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

02 მარტი, 2016

2016 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 105 200 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.220 პროცენტით, მაქსიმალური 11.440 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.264 პროცენტით განისაზღვრა.

სხვა სიახლეები