საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2016 წლის 1 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 91 750 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,000 პროცენტით, მაქსიმალური 7,350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7,192 პროცენტით განისაზღვრა.