საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2016 წლის 13 ივლისს, ფინანსთა
სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის
ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 153 125 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,490 პროცენტით,
მაქსიმალური 7,090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,788 პროცენტით განისაზღვრა.