საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2016 წლის 10 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 129 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6,560 პროცენტით, მაქსიმალური 6,670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6,613 პროცენტით განისაზღვრა.