საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2017 წლის 1 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.550 პროცენტით, მაქსიმალური 7.850 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.788 პროცენტით განისაზღვრა.