საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2017 წლის 19 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ცხრა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 139 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.190 პროცენტით, მაქსიმალური 7.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.222 პროცენტით განისაზღვრა.