საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2017 წლის 6 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 66 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.150 პროცენტით, მაქსიმალური 7.180 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.160 პროცენტით განისაზღვრა.