საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
13 სექტემბერი, 2017
2017 წლის 13 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 46 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.090 პროცენტით, მაქსიმალური 7.160 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.119 პროცენტით განისაზღვრა.