საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

08 ნოემბერი, 2017

2017 წლის 8 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.020 პროცენტით, მაქსიმალური 7.130 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.096 პროცენტით განისაზღვრა.

სხვა სიახლეები