საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.270 პროცენტით, მაქსიმალური 7.340 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.313 პროცენტით განისაზღვრა.