საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2018 წლის 8 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.270 პროცენტით, მაქსიმალური 7.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.277 პროცენტით განისაზღვრა.