საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2019 წლის 8 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.110 პროცენტით, მაქსიმალური 7.180პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.159 პროცენტით განისაზღვრა.