საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2019 წლის 5 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 87 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.850 პროცენტით, მაქსიმალური 6.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.890 პროცენტით განისაზღვრა.