საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

05 ნოემბერი, 2019
2019 წლის 5 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 134 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.730 პროცენტით, მაქსიმალური 9.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.072 პროცენტით განისაზღვრა.

 

სხვა სიახლეები