საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 285 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.430 პროცენტით, მაქსიმალური 8.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.455 პროცენტით განისაზღვრა.