საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, -17.3 მლრდ აშშ დოლარი (-41.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -117.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 125.3 მლნ აშშ დოლარით გაღრმავდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 259.7 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა. 2015 წლის მესამე კვარტალის განმავლობაში საოპერაციო ცვლილება უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო, ფასის და სხვა ცვლილება - დადებითი.
2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 6.6 მლრდ აშშ დოლარია (15.8 მლრდ ლარი), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 140.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელს 228.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 23.9 მლრდ აშშ დოლარი (56.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 265.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება, ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით 31.1 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori