საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

30 დეკემბერი, 2016
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -20.0 მლრდ აშშ დოლარი (-46.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -141.9 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 487.3 მლნ აშშ დოლარით გაღრმავდა.

2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.8 მლრდ აშშ დოლარია (18.1 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 238.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 27.8 მლრდ აშშ დოლარი (64.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 725.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori

სხვა სიახლეები