საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

31 მარტი, 2017
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -19.7 მლრდ აშშ დოლარი (-52.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს -137.1 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 373.3 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.6 მლრდ აშშ დოლარია (20.2 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 153.1 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 27.3 მლრდ აშშ დოლარი (72.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 526.4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori

 

 

სხვა სიახლეები