საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია
2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.3 მლრდ აშშ დოლარია (30.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 4.9 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.1 მლრდ აშშ დოლარი (97.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 579.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori