საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია
2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.7 მლრდ აშშ დოლარია (32.7 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 250.0 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34.2 მლრდ აშშ დოლარი (104.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.2 მლრდ აშშ დოლარით მეტია.