საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2011 წელი, I კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2011 წელი, I კვარტალი)

01 ივლისი, 2011

2011 წლის I კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 355.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 58.0 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 140.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი შემცირდა და 683.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.8 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალთან და 34.0 პროცენტით მეტი 2010 წლის I კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი 2011 წლის I კვარტალში დადებითია და 145.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 394.9 მლნ აშშ დოლარია, შესაბამისად, 12.0 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალთან და 29.7 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ კვარტალთან შდარებით. ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი – 249.1 მლნ აშშ დოლარი 17.8 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალთან და 14.7 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით.

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება  (121.7 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2011 წლის I კვარტალში წინა კვარტალ¬თან შედარებით 9.4 პროცენტით შემცირდა (სეზონურობის გამო), ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91.8 პროცენტით გაიზარდა. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (44.3 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით 3.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.0 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი წინა კვარტალთან შედარებით 17.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.7 პროცენტით გაიზარდა.

შემოსავლის ბალანსი 2011 წლის I კვარტალში უარყოფითი იყო და 99.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 107.3 მლნ აშშ დოლარია, 5,0 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალის და 14.0 პროცენტით მეტი 2010 წლის I კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 206,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.4 პროცენტითა და 56.2 პროცენტით მეტია, შესაბამისად, წინა კვარტალთან და  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა 2011 წლის I კვარტალში მიმდინარე ანგარიშის  ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 281.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 9.3 პროცენტით ნაკლები, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით მეტია. აქედან, 304.4 მლნ აშშ დოლარი მიღე-ბული, ხოლო 23.1 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2011 წლის I კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 55.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო სხვა სექტორების - 14.0 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინება 2011 წლის I კვარტალში 54.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა და წინა კვარტალთან შედარებით 36.0 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2010 წლის I კვარტალთან შედარებით 2,1-ჯერ მეტია. მათში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები საანგარიშო პერიოდში 49.9 მლნ აშშ დოლარი იყო, 38.4 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალთან და 2.1-ჯერ მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2011 წლის I კვარტალში 184.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმავე პერიოდში 173.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც  44.7 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 2.3-ჯერ მეტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ინვესტიცია სააქციო კაპიტალში შეადგენდა 76.5 მლნ აშშ დოლარს, რეინვესტირებული შემოსავალი - 62.9 მლნ აშშ დოლარს, ხოლო სხვა კაპიტალი - 34.2 მლნ აშშ დოლარს.

სხვა ინვესტიციების დადებითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 497.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 51.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5-ჯერ გაიზარდა. სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 305.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ვალდებულებები - 191.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სხვა ინვესტიციების ვალდებულებების ზრდა განაპირობა ერთის მხრივ სამთავრობო სექტორის (42.4 მლნ აშშ დოლარი) და საბანკო სექტორის (59.9 მლნ აშშ დოლარი) სესხების ზრდამ, მეორეს მხრივ კი დეპოზიტების მატებამ. სარეზერვო აქტივები 2011 წლის I კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 407.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, უცხოური ვალუტის ზრდამ 402.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.



 

სხვა სიახლეები