საქართველოს საბანკო სექტორმა ბანკირის დღე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღნიშნა

საქართველოს საბანკო სექტორმა ბანკირის დღე დასუფთავების მასშტაბური აქციით აღნიშნა

09 ნოემბერი, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო ასოციაციისა და მოქმედი კომერციული ბანკების თანამშრომლებმა პროფესიულ დღეს დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, გურია, მცხეთა-მთიანეთი) მიმდინარეობდა და მასში სექტორის 2000 - მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

„აქცია სპეციალურად დავამთხვიეთ ბანკირის დღეს და გვსურს ამ მასშტაბური ღონისძიებით მოვუწოდოთ სხვა სექტორის წარმომადგნელებს აქტიურად ჩაერთონ მსგავს აქციებში და თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც, თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ბუნების დაცვის კამპანიაში“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე დაწესდა პირველი ქართული ბანკის - „სათავადაზნაურო ბანკის“ დაარსების 140 წლისთავისა და 8 ნოემბერს მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების 177-ე წლისთავთან დაკავშირებით.
 

სხვა სიახლეები