საქართველოს ეროვნულ ბანკს მონღოლეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

საქართველოს ეროვნულ ბანკს მონღოლეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია

13 მაისი, 2015
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს მონღოლეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია - სახელმწიფო მდივნის განცოგთ ხურელბაატარის ხელმძღვანელობით ეწვია. მონღოლეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო.

დელეგაციის ეროვნულ ბანკში ვიზიტის მთავარი მიზანია, გაეცნონ ფასიანი ქაღალდების აუქციონების ბლუმბერგის სისტემით ჩატარების და ანგარიშსწორების პროცესს. ინფორმაციისთვის, ანალოგიური სამუშაო შეხვედრა გასულ წელსაც გაიმართა, რის შემდეგაც მონღოლეთმა მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა სწორედ ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით დაიწყოს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბლუმბერგის თანამშრომლობით შექმნილი სისტემები წარმატებით ინერგება სხვა ქვეყნებშიც. საქართველოს მაგალითზე და ჩვენი დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით ბლუმბერგზე, როგორც საუკეთესო სავაჭრო სისტემაზე სტრატეგიული აქცენტი გასულ წლებში აზერბაიჯანისა და მოლდავეთის ცენტრალურმა ბანკებმაც გააკეთეს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
სხვა სიახლეები