საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 იანვარი, 2017
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. კობა გვენეტაძემ ქვეყნის  მაკროეკონომიკური  ტენდენციების  შესახებ პრეზენტაცია გამართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.

დღესვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


     
სხვა სიახლეები