საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის რეგულაციის პროექტი გამოაქვეყნა
NSFR-ის სტანდარტი საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ გლობალური
ფინანსური კრიზისის გამოცდილების გათვალიწინებით შემუშავდა და ბაზელ III-ის ჩარჩოს
ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. სებ-ის მიერ წარმოდგენილი პროექტი აღნიშნული
სტანდარტის პრინციპებთან შესაბამისობაშია და, ამასთანავე, ითვალისწინებს ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV - CRR) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA
- European Banking Authority) რეკომენდაციებს.
საქართველოს
ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობისა და ფონდირების რისკების რეგულირებისთვის მინიმალური
მოთხოვნა 1998 წლიდან დააწესა (ლიკვიდური
აქტივები შეფარდებული მოკლევადიან ვალდებულებებთან ≥30%). 2017 წელს
ასევე დაინერგა ლიკვიდობის გადაფარვის
კოეფიციენტის სტანდარტი. მას შემდეგ, რაც NSFR-იც
ამოქმედდება, გაუქმდება არსებული 30%-ის მოთხოვნა და ის რისკების მონიტორინგის
ინსტრუმენტად გადაიქცევა. შედეგად, ლიკვიდობისა და ფონდირების რისკთან
მიმართებაში, სებ-ის მიდგომები სრულ თანხვედრაში იქნება ბაზელ III-ის
პრინციპებთან.
წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის რეგულაციის პროექტის გაცნობა
შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი
აქტების პროექტები. დაინტერესებული მხარეებისგან
შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018
წლის 15 აგვისტოდან 31 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: NSFR@nbg.gov.ge