საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს
მომდევნო კვლევითი ნაშრომი "ფილიპსის მრუდის იდენტიფიკაცია საქართველოსათვის" მომზადდა სებ-ის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლების მიერ. კვლევაში განხილულია, თუ რამდენად ძლიერია კავშირი ეკონომიკურ აქტივობასა და ინფლაციას შორის (ე.წ. ფილიპსის მრუდი). მიღებული ემპირიული შედეგების მიხედვით, საქართველოს შემთხვევაში ფილიპსის მრუდის დახრილობა შედარებით მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნის ინფლაციაზე გავლენა აქ მაინც უფრო დიდია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს მიუთითებს, რომ მაღალი ინფლაციის შემცირების ხარჯი დიდია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლავაც გააგრძელოს პროაქტიული და ადრეული რეაგირება ინფლაციურ მოლოდინებზე. გარდა ამისა, კვლევა აჩვენებს, რომ ეკონომიკური აგენტების ნახევარი ინფლაციურ მოლოდინებს იყალიბებს ინფლაციის წარსულზე დაყრდნობით. ეს მიუთითებს, რომ, მიუხედავად ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, კვლავაც არსებობს ინფლაციური მოლოდინების მართვის ეფექტურობის კიდევ უფრო გაძლიერდეს შესაძლებლობა.
კვლევითი ნაშრომების ქართული ვერსია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ბლოგზე, ხოლო ინგლისური ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.