საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას

26 იანვარი, 2018
საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკი მუდმივად აუმჯობესებს კომუნიკაციას და პოლიტიკის გამჭვირვალობას.

კომუნიკაცია უფრო აქტიურ და დინამიკურ ფაზაზე გადავიდა. განახლდა ფინანსური სტაბილურობის ვებგვერდის ნაწილი, რომლის მიზანია ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირების ზრდა.

ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. ფინანსური სტაბილურობის საკითხებს განიხილავს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომლის მთავარი ამოცანაა შეაფასოს და გააანალიზოს ფინანსური სტაბილურობის რისკები და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად.

ფინანსური სტაბილურობის განახლებულ  გვერდზე  მოცემულია ინფორმაცია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ამოცანებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტრუმენტების შესახებ.

სამომავლოდ, ეროვნული ბანკი გეგმავს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მუშაობის გამჭირვალობის ზრდას და ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას.

ფინანსური სტაბილურობის განახლებული გვერდის სანახავად ეწვიეთ - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=109
 
 
სხვა სიახლეები