საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2013 წლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსის კრებულს
საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს 2013 წლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსის კრებულს.
საგადასახდელო ბალანსი მაკროეკონომიკური სტატისტიკური ანგარიშია, რომელიც ასახავს დროის განსაზღვრულ პერიოდში მოცემულ ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებულ ეკონომიკურ ტრანზაქციებს. ინფორმაციის კლასიფიკაცია და კომპილაცია ხდება საერთაშორისო სტანდარტების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
საგადასახდელო ბალანსის შედგენის პასუხისმგებლობა 2007 წლიდან, მთლიანად საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეკისრა. საგადასახდელო ბალანსი, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია და საგარეო ვალი დგება კვარტალური და წლიური პერიოდულობით და მას ეროვნული ბანკი ყოველწლიურად გამოსცემს.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=353