საქართველოს ეროვნული ბანკი აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს

04 ნოემბერი, 2014
საგარეო სექტორის სტატისტიკის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია. სტუმრები საგარეო სექტორის სტატისტიკის გასაუმჯობესებლად გამოცდილებას ქართველი კოლეგებისაგან მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები აზერბაიჯანელ კოლეგებს გააცნობენ საქართველოს გამოცდილებას საგარეო სტატისტიკის სფეროში, კერძოდ თუ როგორ ხდება ინფორმაციის მოგროვება, როგორც საბანკო, ისე არასაბანკო არხებით, ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს და  საბოლოო ცხრილების მომზადებას.

სტუმართა განსაკუთრებულ ინტერესს საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები წარმოადგენს, რომლებიც სიმეტრიულად უნდა აისახოს საქართველო-აზერბაიჯანის საგარეო სექტორის სტატისტიკაში.

განხორციელებული რეფორმების გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე სტუმრობდნენ აზიის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ს არაერთი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები, რომელთა უმრავლესობა საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით იმყოფებოდა.
სხვა სიახლეები