საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები
2014 წლის 23 აპრილს ეროვნული ბანკის 91-დღიან N18, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.17 პროცენტით, მაქსიმალური 4.44 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.32 პროცენტით განისაზღვრა.