საქართველოს ეროვნული ბანკისა და On.ge-ის ერთობლივი კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა ინტერნეტთაღლითებისგან თავდაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მედია პლატფორმა On.ge-ისთან თანამშრომლობით, 16 აპრილს ფიშინგის თემაზე საუკეთესო სტატის კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი დასრულდა, გამოვლენილია ორი გამარჯვებული. მარიამ ხუჭუა და თათია ბეროშვილი ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს ეროვნულ ბანკში გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ ახლახან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციასთან [ACAG] თანამშრომლობით, კიბერუსაფრთხოების თემაზე პრინტ კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსის მთავარი მიზანი საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლება იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და სიფრთხილე ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტსივრცეში გამოყენებისას.