სავალუტო ბაზარზე ბანკების მიერ უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ფართოვდება
საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულარულად აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ. უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციების აქამდე გამოქვეყნებული ინფორმაცია ძირითადად სპოტ გარიგებებს მოიცავდა. სავალუტო ბაზრის განვითარებასთან ერთად ბაზარზე გაჩნდა ახალი ინსტრუმენტები, როგორიც არის სავალუტო სვოპი, სავალუტო ფორვარდი და სხვა. 2019 წლის იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სავალუტო ბაზრის მონაცემები გაფართოვდება და მასში აისახება ოპერაციები სხვადასხვა ინსტრუმენტის მიხედვით (სპოტი, სვოპი, ფორვარდები). აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია 2015 წლის ნოემბრიდან ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, შემდეგ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/uploads/forex/fx_market_usd eurogeo.xlsx
ამავე დროს, ეს მონაცემები მოგვიანებით ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტერაქტიულ სტატისტიკის რუბრიკაში ინტერაქტიული რეპორტის სახით.