საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

30 ივნისი, 2015

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით -16.8 მლრდ აშშ დოლარი (-37.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს -103.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 338.4 მლნ აშშ დოლარით ( 753.8 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 417.4 მლნ აშშ დოლარით (865.3 მლნ ლარით) შემცირდა. 2015 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საოპერაციო, ფასის და სხვა ცვლილებები უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო ცვლილება - დადებითი. 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 5.7 მლრდ აშშ დოლარია (12.8 მლრდ ლარი). მათში 42.7 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 31.6 პროცენტი - სხვა ინვესტიციებს; 24.6 პროცენტი - პირდაპირ ინვესტიციებს საზღვარგარეთ; ხოლო 1.1 პროცენტს პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები შეადგენს. მთლიანი საერთაშორისო აქტივების 21.7 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების (სარეზერვო აქტივების ნაღდი ფულისა და დეპოზიტების გარდა) წილად მოდის; 6.3 - პროცენტი სავაჭრო კრედიტებს უჭირავს; 3.2 პროცენტი - სესხებს. სარეზერვო აქტივები, წინა კვარტალთან შედარებით, 246.3 მლნ აშშ დოლარით (510.6 მლნ ლარით) შემცირდა და 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით 2.5 მლრდ აშშ დოლარი (5.5 მლრდ ლარი) შეადგინა. სარეზერვო აქტივების კვარტალური ცვლილებიდან -184.8 მლნ აშშ დოლარი (-383.0 მლნ ლარი) საოპერაციო ცვლილება იყო,  2.1 მლნ აშშ დოლარი (4.3 მლნ ლარი) ფასის ცვლილება, -63.6 მლნ აშშ დოლარი (-131.8 მლნ ლარი) - კი საკურსო ცვლილება.

რაც შეეხება ვალდებულებებს, პირველი კვარტალის ბოლოს მთლიანმა ვალდებულებებმა 22.6 მლრდ აშშ დოლარი (50.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 318.4 მლნ აშშ დოლარით (709.3 მლნ ლარით) აღემატება, ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით 801.3 მლნ აშშ დოლარით (1.8 მლრდ ლარით) შემცირდა. პირდაპირი ინვესტორე­ბისადმი ვალდებულების ცვლილება საოპერაციო ნაწილში  175.5 მლნ აშშ დოლარით (363.8 მლნ ლარით), ხოლო სხვა ცვლილებების ნაწილში 78.4 მლნ აშშ დოლარით (162.5 მლნ ლარით) გაიზარდა. ამავე პერიოდში საოპერაციო და სხვა ცვლილებები დადებითი იყო, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილება უარყოფითი და შესაბამისად -884.3 მლნ. აშშ დოლარი (-1.8 მლრდ ლარი) და -25.4 მლნ აშშ დოლარი (-52.6 მლნ ლარი) შეადგინა. შედეგად, ვალდებულებები პირდაპირი ინვესტიციების სახით საქართველოში კვარტალურად 655.8 მლნ აშშ დოლარით (1.4 მლრდ ლარით) შემცირდა და 11.6 მლრდ აშშ დოლარს (25.9 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 31.4 მლნ აშშ დოლარით (70.0 მლნ ლარით) შემცირდა და 2.2 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა. 2015 წლის მარტის ბოლოს პორტფელის ინვესტიციების ვალდებულებებში 570.3 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) - სამთავრობო ევრობონდებია, ხოლო 837.1 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) - სახელმწიფო კომპანიების ობლიგაციები. აქ ასევე შედის სახაზინო ვალდებულებები და სახელმწიფო ობლიგაციები, რომელსაც ფლობენ არარეზიდენტები, სულ - 7.0 მლნ აშშ დოლარი (15.6 მლნ ლარი).

სხვა ინვესტიციების ვალდებულებების კვარტალურმა კლებამ 114.6 მლნ აშშ დოლარი (237.7 მლნ ლარი) შეადგინა და 31 მარტის მდგომარეობით 8.8 მლრდ აშშ დოლარს (19.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. მასში 6.7 მლრდ აშშ დოლარი (14.9 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები კვარტალის განმავლობაში 9.8 მლნ აშშ დოლარით (20.2 მლნ ლარით) შემცირდა და 32.8 მლნ აშშ დოლარი (73.1 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად შემცირებულია სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 202.7 მლნ აშშ დოლარით (420.1 მლნ ლარით). 2015 წლის პირველ კვარტალში მთავრობის სხვა გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებები (ფონდის კრედიტებისა და სესხების გარდა)  შემცირდა 160.1 მლნ აშშ დოლარით (332.0 მლნ ლარი), ამასთან მოხდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის დაფარვა, რომლის საოპერაციო ცვლილებამ 34.2 მლნ აშშ დოლარი (70.8 მლნ ლარი) შეადგინა. კვარტალურად 72.7 მლნ აშშ დოლარით (150.7 მლნ ლარი) გაიზარდა საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები და 2015 წლის მარტის ბოლოს 1.3 მლრდ აშშ დოლარს (2.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა. 63.8 მლნ აშშ დოლარით (132.3 მლნ ლარით) არის გაზრდილი სხვა სექტორების სასესხო ვალდებულებები და 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით 2.0 მლრდ აშშ დოლარს (4.3 მლრდ ლარს) უტოლდება. გასულ პერიოდთან შედარებით გაიზარდა ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით, 17.3 მლნ აშშ დოლარით (35.9 მლნ ლარით), და პირველი კვარტალის ბოლოს 1.0 მლრდ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი) შეადგინა.

2015 წლის მარტის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 198.6 მლნ აშშ დოლარი (442.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები