საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადება

31 მარტი, 2020

"ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემურმა გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და გააუარესა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა. საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ღონისძიებებს, რაც შეარბილებს არსებული შოკის გავლენას მოსახლეობაზე და ეკონომიკაზე. სსფ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, მიმდინარე პროგრამის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში დამატებითი ფინანსური რესურსის მისაწოდებლად, რაც საჭიროა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ეკონომიკისა და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შოკის გავლენის შესუსტებასთან ერთად, სსფ-ს დაფინანსება სხვა დონორების დაფინანსების წამახალისებელიც გახდება",  - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში მერსედეს ვერა მარტინმა.

სხვა სიახლეები