სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონი
2014 წლის 30 აპრილს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N19, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.25 პროცენტით, მაქსიმალური 4.50 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.44 პროცენტით განისაზღვრა.