სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონი
2014 წლის 22 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N44, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.12 პროცენტით, მაქსიმალური 4.30 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.20 პროცენტით განისაზღვრა.