სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონი
2014 წლის 3 დეკემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N50, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.24%, მაქსიმალური 4.50%, ხოლო საშუალო შეწონილი 4.34%-ით განისაზღვრა.