რეფინანსირების აუქციონი
2014 წლის 24 აპრილს გამართულ ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 547 650 000 ლარი შეადგინა, განაცხადი დაუკმაყოფილდა ხუთ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.02 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა. რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.