რეფინანსირების აუქციონი
2014 წლის 10 ივლისს გამართულ ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 400 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს. მინიმალური და საშუალო საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, ხოლო მაქსიმალური 4.01 განისაზღვრა. რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.