რეფინანსირების აუქციონი

რეფინანსირების აუქციონი

09 ოქტომბერი, 2014

2014 წლის 9 ოქტომბერს გამართულ ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 430 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა. რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.

სხვა სიახლეები